понедельник, 19 июня 2017 г.

გაკვეთილის გეგმა ,,ირაკლი აბაშიძე ხმა კატამონთან"

გაკვეთილის გეგმა მასწავლებელი იზოლდა ცვარიანი საგანი ქართული ენა და ლიტერატურა კლასი VΙΙΙ მოსწავლეთა პროფილი კლასში არის 5 მოსწავლე. მათ შორის არის ერთი სსსმ მოსწავლე თემა შესავალი ნაწილი შოთა რუსთაველი XII-XIII სს. და ჯვარის მონასტერი მიზანი გაკვეთილის მიზანი სსსმ მოსწავლის თვის: ი.აბაშიძის ლექსის ,,ხმა კატამონთან“ გაცნობის, მის შინაარსზე დაკვირვების შედეგად მოსწავლეები შეძლებენ ლექსის გაანალიზებას, თემის სწორად განსაზღვრას, ლექსის პოზიტიური ზემოქმედების გაცნობიერებას. საინფორმაციო ტექსტზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების შემდეგ განუვითარდებათ კვლევის უნარი რის შედეგადაც მოსწავლეები ხდებიან წიგნთან დაახლოებული.ისინი შეძლებენ მოახდინონ ისტორიულ-ლიტერატურული და რელიგიური ცოდნის ინტეგრირება. შეძლებენ პრეზენტაციას არსებულ საკითხთან დაკავშირებით. • ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება; • სიტყვის სემანტიკაზე დაკვირვება. სწავლების მეთოდები გონებრივი იერიში, პრეზენტაცია,ჯგუფური მუშაობა. ორგანიზების ფორმები საერთო საკლასო, ჯგუფური მუშაობა და ერთ-ერთ ჯგუფში ჩართული იქნება სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლეც. ესგ-ით მისაღწევი შედეგები სსსმ მოსწავლე ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე. ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება. ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე. ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით. (მოიძიებს გარკვეულ ინფორმაციას შესასწავლი საკითხის ირგვლივ, წერილობით გამოსცემს მსჯელობას არსებული საკითხზე, წერს მხატვრულ თემას ამა თუ იმ საკითხზე წერის სტრატეგიების დაცვით) ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით. 1. წერს და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს(ისგ 1-ლი მოკლევადიანი მიზანი); 2.თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;(ისგ მე-2 მოკლევადიანი მიზანი); გაკვეთილის ხანდრძლივობა 45 წუთი გაკვეთილის მსვლელობა სსსმ მოსწავლე აქტივობა Ι წინარე ცოდნის გააქტიურება. საშინაო დავალების შემოწმება. დრო -15 წუთი აქტივობის მიზანი: მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა და იერუსალიმის ისტორიის მცირე მიმოხილვა, საკუთარი თვალსაზრისის,აზრის დაფიქსირება საკითხზე. სსსმ მოსწავლეც ჩართულია აქტივობის განხორციელებაში. აქტივობის აღწერა: წინარე მასალის ცოდნის შემოწმების მიზნით, ვახდენ მოსწავლეთა ორგანიზებას, ვსვამ შესაბამისს კითხვებს,წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, ვიყენებ ,,გამოსაძახებელ ჩხირებს’’. 1. ვინ იყო შოთა რუსთაველი და რა იცით მისი მოღვაწეობის შესახებ? 2. სახელმძღვანელოში მოცემულთაგან რომელი ისტორიული ფაქტი აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე საინტერესო? რატომ? 3. რა ბედი ეწიათ XVII საუკუნის დასასულს ქრისტიანულ ეკლესიებს იერუსალიმში და მათ შორი ჯვარის მონასტერს? 4. XVII საუკუნის შუა ხანებში ვინ ესტუმრა ჯვარის მონასტერს და რა აღმოაჩინა მან იქ? 5. რომელ წელს მოხერხდა საქართველოდან დელეგაციის გაგზავნა ჯვარის მონასტერში? რა მიზნით, რის აღმოსაჩენად? 6. რა ეწერა მონასტრის ცენტრში გადარჩენილ ლითონის დისკოზე? რა ენაზე? 7. გარდა შოთა რუსთაველის ფრესკისა კიდევ ვისი ფრესკები წაშალეს ბერძნებმა ჯვრის მონასტრის კედლებიდან და ვისი ფრესკებია კარგად დაცული მონასტერში? მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციას წერილობით შოთა რუსთაველზე, ჯვრის მონასტერზე, ირაკლი აბაშიძეზე და ფლიგჩატის /ფორმატის/ ქაღალდზე დააკრავენ, გამოსცემენ კედლის გაზეთის სახით ,,წინაპართა ნაკვალევზე’’. პროექტორისა და poierpoventis საშუალებით წარმოადგენენ ინფორმაციას ჯვარის მონასტრზე. ქართველი ბერებისა და საზოგადო მოღვაწეთა პატრიოტულ ღვაწლზე. აქტივობა: ΙΙΙ.ჯგუფური მუშაობა (10წთ) აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მათ მიერ მოძიებული მასალების მიხედვით შეძლებენ გააკეთონ ასოციაციური რუკა ,,ჯვარის მონასტერი“. სსსმ მოსწავლეც ჩართულია აქტივობის განხორციელებაში. აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. ჯგუფის წევრები მათ მიერ მოძიებული და წიგნში მოცემული ინფორმაციის საშუალებით ჯვარის მონასტრის ირგვლივ შეადგენენ ასოციაციურ რუკას. ჩატარებული მუშაობის შემდეგ ერთმანეთთან დააკავშირებენ ღირსშესანიშნავ საკითხებს და ანალიზის შემდეგ მოახდენენ ცოდნის რეალიზებას. აქტივობა. ΙV (15წთ) ახალი მასალის ახსნა (კითხვა-პასუხი) აქტივობის მიზანი: ახალი მასალის გაცნობა ირაკლი აბაშიძის ლექსის ,,ხმა კატამონთან“, მოსწავლეები შეძლებენ ჩასწვდენენ პოეტის მთავარ სათქმელს. აქტივობის აღწერა: მინი ლექცია ვიდეორგოლის მეშვეობით, ლექსის მოსმენა ავტორის შესრულებით. ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ ლექსის შინაარსის სიღრმისეულ წვდომას, შინაარსზე დაკვირვების შედეგად გაანალიზებენ პოეტის მთავარ სათქმელს. აქტივობა V. რეფლექსია კითხვა-პასუხი, მთელი კლასი აქტივობის მიზანი: კითხვების დასმით მოსწავლეები განამტკიცებენ ახალ მასალას. განსამტკიცებელი კითხვების დასმა ახალ მასალასთან დაკავშირებით. ლექსში ქართული ენის შემამკობელი ეპითეტების ამოწერა. 1. რას ეხება ლექსი ,,ხმა კატამონთან“? 2. როგორი განწყობა ჩანს ლექსში? 3. რისთვისაა მზად პოეტი და რას ვერ თმობს იგი? 4. რომელი ეპითეტებია გამოყენებული ქართული ენის დასახასიათებლად? საშინაო დავალების პირობის გაცნობა. (2წთ) მივუთითებ სახელმძღვანელოში შესაბამის პარაგრაფსა და საწერ დავალებას. დავალება სსსმ მოსწავლისთვის: ისწავლოს ლექსის შესაბამისი, მისთვის სასურველი ადგილები შეძლებისდაგვარად გამართული კითხვით. შეფასება შეფასება. (3წთ) განმსაზღვრელი და განმავითარებელი -- მასწავლებლის ზეპირი კომენტარი სასწავლო მასალა და რესურსები სახელმძღვანელო; დაფა; ცარცი; სამუშაო ფურცლები; მარკერები; გამოსაძახებელი ჩხირები; პროექტორი; კომპიუტერი. https://www.youtube.com/watch?v=Ia_DiOP7V44 რეფლექსია მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე: შეძლეს წაკითხული ტექსტის გაგება და გააზრება. სათაურის გაცნობის შემდეგ, გამოთქვეს შესაძლო ვარაუდები ტექსტის შინაარსის შესახებ. სრულყოფილად შეავსეს სქემები, გააკეთეს კარგი პრეზენტაციები; აქტიურად ჩაერთვნენ ტექსტის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში, რომელიც გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი სქემებზე მუშაობის ხარისხით, დავალება იყო დიფერენცირებული და ოთხივემ კარგად გაართვა თავი, ასევე აქტიურად იყო ჩართული სსიმ მოსწავლეც. მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე , მათ პროდუქტულ ინტერაქციაზე დიდი გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა ინოვაციურმა მეთოდებმა თუ მიდგომამ. კერძოდ, ბავშვები იყვნენ მუდმივად მოტივირებულნი, სიამოვნებით ასრულებდნენ შეთავაზებულ აქტივობებს. ცოდნის რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე გამოვიყენე დისკუსია. მოსწავლეებს დავუსვი სხვადასხვა დონის შეკითხვები. ბავშვებმა შეძლეს წაკითხულისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, არგუმენტირებული მსჯელობისას ტექსტიდან სათანადო ადგილების დამოწმება. ადვილად შეძლეს არსებული საკითხის ირგვლივ იმ ეპითეტების პოვნა, რომელსაც ასე უხვად იყენებს ავტორი ლექსში. გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა თითქმის არ შეცვლილა. მხოლოდ ვერ მოვასწართ გასასვლელი ბარათების წერილობით გამოყენება, რომლის შევსებაც დევალათ სახლში დავალების სახით. ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში კიდევ უფრო გავზრდიდი დიფერენცირების ხარისხს, ანუ დისკუსიას შევცვლიდი სტრატეგიით : ,,ტექსტი ამბობს... მე ვფიქრობ... ამიტომაც...“. ეს სტრატეგია სამივე დონის პასუხებს მოითხოვს და გადავანაწილებდი მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით.

1 комментарий:

  1. Betway Casino, Malta | MapyRO
    Betway Casino is located in 논산 출장마사지 Malta 의왕 출장마사지 and is part of the 계룡 출장샵 Casino Group. The casino was established in 2006 양주 출장안마 by the online gambling company NetEnt. It 강릉 출장안마 is owned and operated

    ОтветитьУдалить